top of page
Search
Revaz Kharabadze

ვიშოვოთ სამსახური თუ გავყიდოთ სამუშაო ძალა ?

Updated: Feb 4, 2020

მაშ ასე, თუ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ხართ სამუშაოს მაძიებელი და ნათლად გაქვთ წარმოდგენილი, რა და რატომ გინდათ რომ აკეთოთ, ახალი საფიქრალი გაქვთ:


როგორ მოიძიოთ ისეთი სამსახური, სადაც ეფექტიანი იქნებით დამსაქმებლისთვის და ბოლომდე შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებას.


სამუშაოს მაძიებლების მხრიდან ბაზარზე ფიგურირებს ძირითადად ორი დამოკიდებულება:


ერთნი ცდილობენ იშოვონ სამსახური და მეორენი ცდილობენ გაყიდონ საკუთარი სამუშაო ძალა;


გთავაზობთ ამ ორი დამოკიდებულების მქონე სამუშაოს მაძიებლების ქცევებში 7 ძირითად განსხვავებას:


როგორ იქცევა სამუშაოს მაძიებელი რომელიც ცდილობს „იშოვოს კარგი სამსახური“:


1. CV - ის გაგზავნა აქვს ავტომატურ რეჟიმზე დაყენებული, აგზავნის ყოველთვის, ყველგან, ყველა პოზიციაზე, მიუხედავად მისი კომპეტენციები შეესაბამება თუ არა სამუშაოს მოთხოვნებს;


2. აგზავნის CV - ს დამსაქმებელთან, რომელიც ოდესღაც დაამზადა;


3. არ ახსოვს რა პოზიციაზე გააგზავნა CV და პირველადი კომუნიკაციისას თხოვს პოზიციის დაზუსტებას გამსაუბრებელს;


4. ცდილობს გამოძებნოს გავლენიანი რეკომენდატორები, რეკომენდატორად უთითებს გავლენიან ადამიანებს, რომელთანც საერთოდ არ ქონიათ სამუშაო გამოცდილება;


5. ცდილობს გამოძებნოს, რაც შეიძლება მეტი ნაცნობი იმ კომპანიაში, სადაც ვაკანსია და ყველას თხოვს შუამდგომლობას;


6. მიდის მოუმზადებელი გასაუბრებაზე, არ აქვს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის და პოზიციის შესახებ;


7. გასაუბრებისას ცდილობს დაარწმუნოს გამსაუბრებელი, რომ შეუძლია ყველაფრის 5-იანზე გაკეთება;


როგორ იქცევა სამუშაოს მაძიებელი, რომელიც ცდილობს გაყიდოს თავისი სამუშაო ძალა?


1. სამუშაოს ძიებისას კარგად სწავლობს ვაკანსიის მოთხოვნებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში აგზავნის CV - ს თუ მისი კომპეტენციები სრულად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს;


2. გაგზავნამდე აუცილებლად გადახედავს თავის CV - ს და აკოფინგურირებს სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე;


3. აქვს მოლოდინი კომპანიიდან გამოხმაურების, არის ადვილად ხელმისაწვდომი მასთან დაკავშირება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციისას მხოლოდ შეხვედრის დროსთან და ადგილთან დაკავშირებით სვავს დამაზუსტებელ კითხვებს;


4. რეკომენდატორად უთითებს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც აკავშირებს ან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა;


5. ცდილობს გამოძებნოს ვაკანსიის გამომცხადებელ კომპანიაში ერთი კონტაქტი, რომელსაც უმტკიცებს თუ რატომ იქნება შესაბამისი კანდიდატი ამ პოზიციისთვის და თხოვს შუამდგომლობას;


6. მიდის მომზადებული გასაუბრებაზე, შესწავლილი აქვს კომპანიის საქმიანობა და პოზიციის დანიშნულება, იძიებს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას დამსაქმებლის შესახებ;


7. სწორ მოლოდინებს უქმნის დამსაქმებელს, წინასწარ ეუბნება რის გაკეთებას შეძლებს და რა აღემატება მის ძალებს;


რა შედეგებით სრულდება ორი კატეგორიის სამუშაოს მაძიებლის მცდელობა:

დასკვნა:


გაყიდეთ საკუთარი სამუშაო ძალა !

206 views0 comments

コメント


bottom of page